144- ე საჯარო სკოლამ მრავალ პროექტსა და კონკურსში მოიპოვა წარმატება.
1. 2004-05 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტის აღმზრდელობითი სამმართველოს მიერ მიზნობრივ ექსკურსიათა პროექტში;
2. 2005-06 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში “გიორგი ნიკოლაძე” გამარჯვებისათვის გრანტი 3000 ლარი;
3.2006-07 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში “ფარდის მიღმა”
სათემო ღონისძიებების განხორციელებისათვის გამოცხადებულ კონკურსში: “აბა მე დღეს ვის რა ვარგე?”;
4.2007 წელს ქართულ-ესტონური პროექტების კვირეულში “ნახტომების კვირა”;
5. 2008 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათემო ღონისძიების “საქართველოს კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება” მონაწილეობისათვის სკოლა დაჯილდოვდა მუსიკალური ცენტრით;
2008 წლის შემოდგომაზე სკოლის კოლექტივი დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა დავით კლდიაშვილის ვებ-გვერდზე. პრეზენტაციაზე მწერლის შვილიშვილის ბატონ თემურ ისლამოვის სტუმრობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც პედაგოგებზე, ასევე მოსწავლეებზე. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თეა ქორქაშვილის ხელმძღვანელობით მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით წარმოადგინეს ნაწყვეტი დავით კლდიაშვილის მოთხრობიდან “ქამუშაძის გაჭირვება”. სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა მოწვეულ სტუმრებს შორის.
თემურ ისლამოვი, დავით კლდიაშვილის შვილიშვილი
დავით ბარბაქაძე, მწერალი, "ირმის ნახტომის" წარმომადგენელი
144-ე საჯარო სკოლაში 2008-09 სასწავლო წლის მანძილზე ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ღონისძიებები, ინტეგრირებული გაკვეთილები და განხორციელებული პროექტები
1. “GEARN” -ის პროექტები:
ა) “ჩემი სახელი მსოფლიოში” (პედაგოგები -მ. გამცემლიძე, თ. ხელაძე, ნ. მაისურაძე, მ. კელაპტრიშვილი) - მომზადდა ბლოგი, დაიდო ინტერნეტში;
ბ) “იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარები” (პედაგოგები -ქ. ქათამაძე, ლ. კოშაძე) - მომზადდა ბლოგი, დაიდო ინტერნეტში;
გ)”ჩემი საცხოვრებელი ადგილი” (პედაგოგები -ნ. ხაჭაპურიძე, დ. მიქავა, მ. ხუბუა) - მომზადდა ბლოგი, დაიდო ინტერნეტში;
2. “ირმის ნახტომის “ პროექტები:
ა) მწერლის ვებ-გვერდი - მომზადდა დავით კლდიაშვილის ვებ-გვერდი;
ბ) ელექტრონული ლიტერატურული ჟურნალი;
გ)”ჩემი გარემო” - ორთაჭალა (პედაგოგები -ლ.ედიბერიძე, ხ. ჩოქური, ლ.კოშაძე, ა. დარსაველიძე) -მომზადდა ვებ-გვერდი, დაიდო ინტერნეტში;
დ) გუნდური წერა - გაიგზავნა გუნდური ნამუშევრები (ხელ-ი ხ. ჩოქური)
3. ინტეგრირებული გაკვეთილები :
ა) “პროცენტი- ჩემი ცხოვრების თანამგზავრი” (პედაგოგები - მ. კორძაძე, ხ. ჩოქური, ა. დარსაველიძე)- მომზადდა პრეზენტაცია, გაკვეთილის სქემა დაიდო LEMIL- ში;
ბ) “დმანისი- ცივილიზაციის უძველესი კერა” (პედაგოგები -დ. ლომთათიძე, ნ. გამეზარდაშვილი) - მომზადდა პრეზენტაცია, გაკვეთილის სქემა დაიდო LEMIL- ში;
გ) “ადამიანი და ტექნიკა” (პედაგოგები -დ. ლომთათიძე, ფ. შათირიშვილი) მომზადდა სლაიდ-შოუ, ვაჩვენეთ ეკრანზე პროექტორით;
დ)”საათი” (პედაგოგები -მ.ცომაია, დ. მიქავა)- მომზადდა სლაიდ-შოუ, ვაჩვენეთ ეკრანზე პროექტორით;
4. ღია გაკვეთილები:
ა) “გიმნაზიაში” (პედაგოგი მ. ბადალაშვილი) - ვიდეო ფილმისა და სლაიდ-შოუს ჩვენება ეკრანზე პროექტორით აუდიო ჩანაწერთან ერთად;
ბ)”ბიომრავალფეროვნება” (პედაგოგი ლ.ედიბერიძე) - ვიდეო, აუდიო ჩანაწერების ჩვენება ეკრანზე პროექტორით;
გ) “იმერეთი” (პედაგოგი ნ. ხაჭაპურიძე)- მომზადდა სლაიდ-შოუ, ვაჩვენეთ ეკრანზე პროექტორით აუდიო ჩანაწერთან ერთად;
დ) “ტყე” (პედაგოგი მ . ცომაია)- მომზადდა სლაიდ-შოუ, ვაჩვენეთ ეკრანზე პროექტორით;
5. “ოზონის შრე” - ანიმაციური ფილმის ჩვენება ეკრანზე პროექტორით;
6. ლადო ასათიანის პოეზიის საღამო (ხელ-ი ნ. ხაჭაპურიძე) - მომზადდა სლაიდ-შოუ, ვაჩვენეთ ეკრანზე პროექტორით
აუდიო ჩანაწერთან ერთად;
7. მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო (ხელ-ი შ. ზარდიაშვილი)-
მომზადდა სლაიდ-შოუ, ვაჩვენეთ ეკრანზე პროექტორით აუდიო ჩანაწერთან ერთად;
8. საქართველოს ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (ხელ-ი შ. ზარდიაშვილი) - მომზადდა სლაიდ-შოუ, ვაჩვენეთ ეკრანზე პროექტორით აუდიო ჩანაწერთან ერთად;
9. დაწყებითი კლასების პედაგოგთა მ. გამცემლიძისა და ნ. ხაჭაპურიძის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა ბაღებში;
10. მომზადდა სკოლის ბლოგი- ვებ-გვერდი, დაიდო ინტერნეტში: www. 144-escola.blogspot.com შემდეგი ბმულებით : სკოლის ისტორია; ღონისძიებები; პროექტები; წრეები; კათედრები; პრესა ჩვენს შესახებ; მიმდინარეობს ბლოგის დამუშავება, შესწორება-შევსება;
საინფორმაციო მენეჯერები: მარინა ხუბუა, ქეთი ქათამაძე
cool ,simple.nice blog.tq
ОтветитьУдалитьროგორ მენატრება ჩემი სკოლა... მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობით გამორჩეული კლასი არ მყავდა, თითოეული მენატრება... მენატრებიან მასწავლებლები ვინც სიყვარულით აღსავსე თვალებით შემოგვციცინებდნენ... მენატრებიან პედაგოგები, რომელთაც ანა-ბანა გვასწავლეს და გამოგვზარდეს რთულ ჟამს... განვიცდი და მაკლია ადამიანები, რომლებიც დღეს აღარ არიან... მარტო მედეა გეგეჭკორი ეყოფა მათ სიას! საუკეთესო მასწავლებელი მინდა დავასახელო, რომლის მსგავსს 144-ე სკოლა ვერ იყოლიებს, პიროვნება, რომელსაც მინდა მთელი გულით გადავუხადო მადლობა, ეს ანა დარსაველიძეა <3
ОтветитьУдалить